გუდაურის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა, ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ ტანძიაში, ჩვენი დროის გმირის, გიორგი მარგიანის საფლავზე მეგობრები, ახლობლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ერთად ახალგაზრდა მაშველის საფლავი გვირგვინით შეამკო. 29 წლის გიორგი მარგიანის მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, გმირულად დაიღუპა. 2022 წლის 29 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა და ეკიპაჟის ყველა წევრი ტრაგიკულად დაიღუპა.
სამწუხაროა და თან საამაყო, პატარა სოფელს, სადაც დიდმა ორბელიანმა აიდგა ფეხი, 2 გმირი ჰყავს, ორივე ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა, რომლებმაც სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს და უახლოეს ისტორიაში ჩვენი დროის გმირებად შევიდნენ.