რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობებმა, ბოლნისელი მაყურებლისთვის, ერთმოქმედებიანი, კომედიური ჟანრის, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ წარადგინეს. რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ „ძუნწი კარაპეტას“ და „ხანუმას“ სიუჟეტები ერთ ისტორიად გააერთიანა, ახალი ვერსიით შექმნილმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება და მიზნად ისახავს, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის თეატრალური ხელოვნების ხელმისაწვდომობას.