შაბათი, თებერვალი 15, 2025
spot_img
Homeსოფლის მეურნეობაშიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა

შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა

ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება.

საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს:

ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლს

სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას

კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.

ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები