შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ  შეხვედრა გამართა

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ  პრეზენტაცია გამართა, რომელსაც  ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, განათლების, კულტურისა და სპორტის  სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, საკრებულოს თანამშრომლები, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახის წევრები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების შემუშავებაზე 2015 წლიდან შექმნილია „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მერის სათათბირო ორგანო – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“, რომელიც მუდმივად იცავს შშმ პირების უფლებებს, ხელს უწყობს მათ ღირსეულ თანაცხოვრებას, ამუშავებს  წინადადებებს მათთვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად, თანამშრომლობს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები