„შეაჩერე დაბინძურება, გადაარჩინე გარემო“ – ამ სლოგანით იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ეკო-კლუბმა „დედამიწის ქომაგებმა“ მსვლელობა მოაწყვეს. მოსწავლეებმა ცენტრალურ გზაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტითა და ფეხით გაიარეს. მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რა დიდი ზიანი მოაქვს ავტომობილების გამონაბოლქვს გარემოსთვის. სკოლის მოსწავლეების მხრიდან ეს იყო ერთგვარი მაგალითი იმისა, რომ გავუფრთხილდით ატმოსფეროს, გამოვიყენოთ ეკო მეგობრული ტრანსპორტი ან ვიაროთ ფეხით და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით სკოლის ეკო-კლუბი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რითაც ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს და საზოგადოებას მისცეს მაგალითი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა გარემო. „დედამიწის ქომაგების“ აქცია მსვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის და საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით განხორციელდა.
პოპულარული სიახლეები
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
,,ფემიციდის წინააღმდეგ“ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის რაიონულმა პროკურატურამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროკურორებმა ნინო პაპაშვილმა და ალექსანდრე...