„ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო

0
129

მიმდინარე წელს, ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების: ტანძია, იწრია, რატევანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.  სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური მილის რეაბილიტაციას, პოლიეთილენის მილების მოწყობას, რკინა-ბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

აღნიშნული სამუშაოები 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სოფლები და ქალაქი,  გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წინა სტატიასოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შევიდა
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანმა „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ნონა პაპაშვილს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მიულოცა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ