დღეს, ქვეშის ციხეზე, ,,ქვეშელობა 2022“ აღინიშნა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც სოფლის ისტორია, ისე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, თვალსაჩინოებისთვის გამოფენილი იყო სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული ნახატები და ქართული რეწვის ნიმუშები . ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,სიონმა” შეასრულა ნაციონალური ცეკვები, ღონისძიებამ სრულიად სოფლის ახალგაზრდები გააერთიანა, მათ პატრიოტულ თემაზე წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ეპარქიის სასულიერო პირები, ბოლნისის ჩოხოსანთა სადროშოს მეთაური და წევრები, სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.
სოფლის დღესასწაული ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა დემეტრე ქათამაძის და სოფლის მკვიდრის ნათია ციმაკურიძის ორგანიზებით ჩატარდა, მათი თქმით აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება.