დღეს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში,ქვემო ქართლის რეგიონალური თასის გათამაშება ფრენბურთში გოგონათა შორის დაიწყო.ჩემპიონატში ქვემო ქართლის და თბილისის ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას.შეჯიბრი 2008-2009 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის იმართება.პირველ,მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი მედლებით,თასებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან,ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელს ბოლნისის სპორტკოპლექსის დირექციისგან, წარმატებული მწვრთნელის ბადრი გაბიძაშვილის სახელობის სპეციალური თასი გადაეცემა.შეჯიბრი,რომლიც ქვემო ქართლის ფრენბურთის ფედერაციის, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება, ხვალ ფინალური შეხვედრით დასრულდება.