ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფორუმი

0
136

გაეროს განვითარების პროგრამის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის „ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ქვემო ქართლში“ შემაჯამებელი ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, სადაც  მთელი რეგიონის  პროექტში ჩართული სკოლები მონაწილეობდნენ.

ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფორუმი, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც 80-მდე მოსწავლემ ყველა სკოლიდან წარდგენილი სპიკერი აირჩია.

შეხვედრის ფორმატში, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თემატური ვიდეო რგოლები, იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე და ერთმანეთს პროექტის დამუშავების სპეციფიკა და გამოცდილება გაუზიარეს. ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და  პროექტის ექსპერტი ანა ქებაძე ესწრებოდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მიზანია ქვემო ქართლის მოსწავლე-ახალგაზრდების, მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა, რათა  გააცნობიერონ საკუთარი მოქალაქეობრივი როლი და აიმაღლონ პიროვნული განვითარების უნარ-ჩვევები. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პროცესში.

წინა სტატიამუნიციპალიტეტის მერმა ბოლნისელ სპორტსმენებს კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატება მიულოცა
შემდეგი სტატიათეატრმა  სეზონი წარმატებულად  დახურა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ