შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
HomeTVქვემო ბოლნისში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ქვემო ბოლნისში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ქვემო ბოლნისის ახალგაზრდულ სათემო ცენტრში, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად, ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებმა მოწვეული სტუმრებისთვის ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობასა და ტრადიციებზე მცირე პრეზენტაცია გამართეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ნოვრუზ ბაირამი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც გაზაფხულის, ახალი იმედების და განახლების დღესასწაულია.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელს, ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წელს კი, იუნესკოს სამიტზე, ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  სიაში.

2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები