საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა, ევროვიზიის და ლეგოს კომპანიებზე მუშაობის უფლება მოიპოვa. PR არენას ორგანიზებით გამართულ კონკურსში ევროპის 11 ქვეყნის სტუდენტებს შორის გამარჯვებული ბოლნისელი ქეთევან სარაჯიშვილიც გახდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულ სტუდენტებს მასტერკლასებს ევროპის წამყვანი PR ტექნოლოგები უტარებენ.
“ეს იყო საერთაშორისო პიარ კონკურსი, რომელიც ჩატარდა EUPRERA-სა Global women in PR ორგანიზებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) ევროპის 11 ქვეყნიდან. მათ შორის 5 ქართველი ჩემი უნივერსიტეტიდან. კონკურსის მიზანი იყო შეგვექმნა გლობალური პიარ კამპანია, რომელიც იმუშავებდა ყველა ქვეყნისთვის (განურჩევლად მათი განსხვავებულობისა) და გაგვეზარდა ახალგაზრდა თაობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ცნობიერება. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა – წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები და კამპანიის დაგეგმვა. ჯგუფები დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტებისგან. პირადად მე ბრიტანელ გოგონასთან ერთად ვიმუშავე. წარდგენის დღეს შეგვაფასა 11 წევრიანმა ჟიურიმ, მათ შორის თავად ევროვიზიის ორგანიზატორებma და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელებma. მე მოვახერხე და ჩემს მეწყვილესთან ერთად მაქსიმალური ქულით გავხდი კონკურსის გამარჯვებული. შედეგად კი მაისში მივემგზავრები ლივერპულში, ევროვიზიის ფინალზე”. – აღნიშნა ქეთევან სარაჯიშვილმა.
კონკურსის მიზანია სტუდენტების სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიული განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გლობალურ ბრენდებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. ეს კონკურსები სტუდენტებს ასევე დაეხმარება, რომ რეალურ გლობალურ კლიენტთან მუშაობის გამოცდილება მიიღონ.