ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
spot_img
Homeკულტურაქართველმა მოჭადრაკეებმა სენიორთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის...

ქართველმა მოჭადრაკეებმა სენიორთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭადრაკეებმა იტალიის ქალაქ ასისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

65 წელს ზემოთ ქალთა შორის ტურნირის ჩემპიონი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილია.

ზურაბ სტურუამ სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა ტურნირში მოიპოვა.

ვერცხლის მედალი კი 50 წელს გადაცილებულ ქალთა შორის სოფიკო ტერელაძემ დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მერვედ გახდა, ზურაბ სტურუამ კი მეორედ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები