[:en]ქალაქ ბოლნისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს[:]

0
43
[:en]

მერაბ კოსტავას ქუჩაზე  ადგილობრივი ბაზალტით  ქვაფენილის დაგების სამუშაოები დღეს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მოინახულა,  აქვე შეხვდა ადგილობრივებს, მიმდინარე პროექტზე ისაუბრა და მათი აზრი მოისმინა. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ქვაფენილი, მოწესრიგდება ღობეები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭიშკრებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 579, 000 ლარს შეადგენს.

დღესვე  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა და მერმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ობიექტიც მოინახულეს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, კეთდება ავტოფარეხი,  მიმდინარეობს შემნახველი სათავსოს მოწყობა, იგება ასფალტი და კეთდება  გვერდულები.  სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს.

[:]
წინა სტატია[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,მთავარი არხის” ეთერში გასულ მასალას ეხმიანება[:]
შემდეგი სტატია[:en]მამხუტისა და ტალავერის თემს სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდება[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ