ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტულმა აქტივობებმა სტარტი აიღო, მარათონი სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ფრემბურთის ტურნირით გაიხსნა, სადაც თორმეტი გუნდი ჩაერთო.სპორტული ღონისძიება რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ინტეგრაციას ისახავს მიზნად, კულტურის ცენტრის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით დაიგეგმა,ახალგაზრდული სათემოების აქტიური ჩართულობით მარათონი, ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებს მოიცავს, წახალისების მიზნით კი პორველ,მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოვება მოხდება
ფრენბურთის ფინალური მატჩი გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებით დასრულდა. I ადგილზე ქალაქ ბოლნისის ვაჟთა სამოყვარულო გუნდი გავიდა, II ადგილზე – სოფელი დისველის სამოყვარულო გუნდი, ხოლო III ადგილზე – ქ. ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის გუნდი. ნიკოლოზ ხარაიშვილი კი სპორტის აღნიშნულ სახეობაში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.