16 თებერვალს ბოლნისის მუზეუმში ჩატარდა ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ, რომელსაც ქვემო ქართლის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა და მონაწილეებთან ერთად მიმდინარე რეფორმის შინაარსზე, დაგეგმვისა და მართვის მექანიზმებზე ისაუბრა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა ახალი კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს წყლის რესურსების სფეროში.
საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.