ფიტარეთობა

0
159

ფიტარეთობა ყოველი წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღინიშნება. ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ქცის ხეობაშია.

ეკლესიის აშენება ლაშაგიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. ტაძარი მდიდარია ჩუქურთმებით.

აქ ოც წლიან სიცარიელეს მამათა მონასტრის დაარსება მოჰყვა. მონასტერი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ძალისხმევით ყოველ 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ფიტარეთობის ტრადიციის აღნიშვნა განახლდა. მომლოცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ამ მხარის გამოცოცხლების წინაპირობაა, სადაც ორბელიანები ცხოვრობდნენ.

წინა სტატიაგოგი მეშველიანი: თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი ვცეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკურ საჭიროებებს
შემდეგი სტატიაირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა