[:en]

ბოლნისის აგროცენტრის მიერ წამოწყებულ ღვინის უფასოდ ჩამოსხმის  აქციაში არაერთი  ბოლნისელი მეღვინე ჩაერთო. ადგილობრივი მეღვინეობის პოპულარიზაციისა და ახალი თანამედროვე ტრადიციების დამკვიდრების მიზნით, ცენტრი დამწყებ მეღვინეებს თითო სახის ღვინის 10 ლიტრამდე ჩამოსხმას, დასაცობებასა და ეტიკეტირებას უფასოდ სთავაზობს, უკეთ გაცნობის მიზნით კი მათი ღვინოები წარმოდგენილი იქნება დეგუსტაციებსა და ფესტივალებზე.

„ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ პროექტის ფარგლებში ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრი ბოლნისში რამდენიმე თვეა გაიხსნა, სადაც შესაფუთი მობილური ტექნიკაა განთავსებული, რომლითაც სარგებლობა ყველა ადგილობრივ მეწარმეს სიმბოლურ ფასად შეუძლია. ცენტრი ფერმერებს ეხმარება აგროსექტორში წარმოებული პროდუქცია გახადონ მარკეტინგული თვალსაზირით მეტად გაყიდვადი, თანამშრომლები ზრუნავენ და იძიებენ ბაზრებს იმისთვის, რომ ბოლნისში წარმოებული პროდუქციის რეალიზებისთვის, რაც შეიძლება მეტი კომპანია დაინტერესდეს.

აგროცენტრში მუდმივად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები, აქ სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის მიერ დაგეგმილ სიახლეებს ფერმერებს აცნობენ, გარდა ამისა ცენტრი უფასო იურიდიულ მომსახურებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციას, პროექტის მომზადების და სხვა  საჭირო სიახლეებს გასცემს მეწარმეებისთვის.

ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრი ევროკავშირის საგრანტო კონკურსში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო მუშაობა.

ბოლნისის აგრო ცენტრი  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს  შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს:
1. ერთი ერთეული პროდუქციის (ყველი, ხორცი, თევზი , ბოსტნეული ) ვაკუმურ შეფუთვას . სერვისის ღირებულება – 0,39 ლარი .
2. ერთი კილოგრამი ბოსტნეულის დახარისხება , შეფუთვა , ეტიკეტირებას . სერვისის ღირებულება- 0,10 ლარი.

3. ერთი ლიტრი ღვინო მასალების გაფილტვრა , ჩამოსხმა,დასაცობება და ეტიკეტირება . სერვისის ღირებულება – 0,26 ლარი.
4. ერთი ლიტრი ღვინო მასალების გაფილტვრა ( მხოლოდ) – 0,10 ლარი.
5. ერთ ტონამდე ქვევრის გაწმენდა და ღვინის გადაღების მომსახურეობა . სერვისის ღირებულება – 40 ლარი.
6. ერთ ტონამდე ღვინის გადაღება ქვევრიდან. სერვისის ღირებულება – 10ლარი.
7. ერთ ტონამდე ქვევრის გაწმენდა . სერვისის ღირებულება – 35 ლარი

მის: ქ.ბოლნისი , აღმაშენებლის ქუჩა N13-ა .

[:]