მერვე კლასელმა ნანა ლონდარაშვილმა ჰობი საყვარელ საქმედ აქცია, ფანტაზიას საზღვრები მოაშორა და ჩვენამდე ძალიან საინტერესო ნამუშევრები მოიტანა. ხატვა 11 წლის ასაკში დაიწყო, ფერები ერთმანეთს შეუხამა და პირველი ნამუშევარიც შექმნა,რომელსაც „ზღვაში ჩამავალი მზე“ უწოდა , მის კოლექციაში , პატარა შემოქმედის ემოციები და განწყობაა გადმოცემული.
,,ვსწავლობ ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში ,ჩემი ჰობია: ხატვა, ცეკვა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
ხატვა პატარაობიდან მიყვარდა და გამომდიოდა კიდეც, პირველი ნახატი ,,ზღვაში ჩამალული მზე’’ გავაჩუქე და დღეს არ არის ჩემს კოლექციაში, ვხატავ ტილოზე, გუაშებით და აკრილის საღებავებით. ნამუშევრებში ჩემი ხასიათი და განწყობაა გადმოცემული,.100-ზე მეტი ნახატი მაქვს შავთეთრი ფანქრით შესრულებული, ასევე მაქვს ნახატები ტილოზე. ყველა ჩემი ფანტაზიით მაქვს შექმნილი. მიყვარს ძალიან პაბლო პიკასოს და ნიკო ფიროსმანის შემოქმედება.სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის მიმართულებით მინდა გავაგრძელო სწავლა.ჩემთვის ხელოვნება სიმშვიდეს და სამყაროს სხვანაირად აღთქმას ნიშნავს, ნამუშევრებიც ასეთია’’
მიყვარხარ ❤️❤️ და მეამაყები????????