უკვე დაგროვილი გამოცდილებითა და დიდი ინტერესით, ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ სპორტში კვლავ ჩაერთო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კულტურისა და დასვენების პარკში, ორი დღის განმავლობაში, 15-დან 16 ივნისს ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
აღნიშნული სპორტი 2016 წელს, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველწლიურად ვითარდება. ფედერაცია, წელიწადის ამ დროს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მსურველ ახალგაზრდებს აერთიანებს და ჩემპიონატებს მართავს. აღნიშნული სპორტი გარკვეულ წესებსა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს, რომელსაც მოთამაშეები ეცნობიან, ასევე უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან.
ახალგაზრდების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ფეინთბოლის ჩემპიონატს ბოლნისი უკვე მესამედ შეუერთდა. ორდღიან ტურნირში გამარჯვებული გუნდიც გამოიკვეთა, ჩემპიონიც გამოვლინდა და თასიც გადაეცა. აღნიშნული ჩემპიონატი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით.