პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და პოლონეთის „სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს“  ფონდს შორის, ურთიერთთანამშრომლობისს მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის გაფორმება განხორციელდა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია ფონდების მოძიება“ ფარგლებში, რომლის მიხედვით მხარეები თანხმდებიან  შეიმუშაონ ერთობლივი ქმედითი ღონისძიებები, ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების გადასაჭრელად, რომელიც გააძლიერებს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ფონდების მოზიდვისა და მისი მდგრადი განვითარების საქმეში. აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის კვალიფიციური დახმარება დამატებითი სახსრების მოძიებაში, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრისა და მუნიციპალიტეტის განვითარების მიზნით.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები