უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

0
150

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს დილა ისტორიაში შევიდა, თუმცა ეს ისტორია განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისა და რუსეთისთვის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. უკრაინა თავს იცავს და თავის თავისუფლებას არავის მისცემს. უკრაინელებისათვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება უმაღლესი ღირებულებაა. დღეს დილით რუსეთი საძაგლად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა გერმანიამ გააკეთა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

წინა სტატიაგიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უფასოდ ისარგებლებენ
შემდეგი სტატიაპატრიარქის საგანგებო განცხადება