ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

უახლოეს დღეებში თამაზ სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები.

თამაზ სტეფანიას ქუჩის კეთილმოწყობა წელსაც აქტიურად გაგრძელდება. გრანტის ფრაგლებში თითოეული მოსახლის კარები გამოიცვლება და საცხოვრებელი სახლის ფასადები გალამაზდება. სამუშაოების განსახორციელებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა და ამჟამად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 2019 წელს აშენდა „აგროცენტრი“, რომელმაც ფერმერებისთვის ფუნქციონირება უკვე დაიწყო. პროექტის საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები