ტრენინგების ციკლი “იყავი მის ადგილას” ბოლნისში ჩატარდა

0
119

ტრენინგების ციკლი “იყავი მის ადგილას” 2023 წელსაც აქტიურად გრძელდება. პირველი სესია ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები ძალადობის 8 სხვადასხვა ქეისზე დაყრნობით, იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ მსჯელობენ, რომლებიც ძალადობის პროვოცირებას ახდენს. სესიას, ტრადიციულად, ქსც-ის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული ყველა სერვისის შესახებ. ტრენინგების ციკლის ფარგლებში, გასულ წელს 1000-ზე მეტი ადამიანი დატრენინგდა. ტრენინგები 2023 წლის განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება. ტერნინგების ციკლი, რომელსაც UN Women Georgia-ს მხარდაჭერით, ქსც გურიასა და ქვემო ქართლში ახორციელებს, ცნობილი სახელმძღვანელოს, #InHerShoes-ის მიხედვითაა შექმნილი. ფოტო მასალა მომზადდა UN Women georgia-სპროგრამის ფარგლებში, “ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში”, პარტნიორი ორგანიზაციის ქსც-ს მიერ. მასალა მომზადდა ევროკავშირის European Union in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსი წარმოადგენს ქსც-ს პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხედვას.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიატერიტორიული  რეზერვის პროგრამა გრძელდება

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ