იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის პროექტის „საუკუნო საგზალის“ ფარგლებში, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ხევსურულ მოტივებზე, პატრიოტიზმით გაჯერებული ლექსები და სიმღერები აღნიშნული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოების წინ თავად ავტორი წარსდგა, საკუთარი ლექსები წაიკითხა და სასკოლო საზოგადოებას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.
პროექტი „საუკუნო საგზალი“ წლის ბოლომდე გაგრძელდება და არა ერთ გამოჩენილ მწერალს თუ პოეტს უმასპინძლებს.