წელს, დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 366 წელი შესრულდა, ამ თარიღთან დაკავშირებით, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში, სახალხო დღესასწაული მოეწყო.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული, ტრადიციულად, ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა, სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა
„საბაობა 2024“კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდიის „საზღაპრეთი 2“ -ის თეატრალური წარმოდგენა, ქართული საბრძოლო ხელოვნების სპექტაკლი „სამეფო ხმლის ამბავი“, შესრულდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მუსიკალური ნომრები, მოეწყო ჰოროლი -საბრძოლო ხელოვნების ჩვენება, მუზეუმის ეზოში ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა გაიმართა. იქ შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდა.
წელს პირველად, დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიების ფარგლებში, ამიერიდან, წარჩინებული კურსდამთავრებულებიც დაჯილდოევდებიან. დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ ასევე, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი საუკეთესო პედაგოგები. ფესტივალი,, საბაობა 2024” გორის ქალთა გუნდის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიების ორგანიზატორიები და მხარდამჭერები, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერია, კულტურის ცენტრი და საგანმანათლებლო რესურცენტრი იყვნენ.