ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჩვენი დროის გმირების, საბა დადვანის და გიორგი მარგიანის ქუჩებზე ბეტონის გზა დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. დასრულებული პროექტები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი მირიანაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.