ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
spot_img
HomeTVტანძიაში   ახალი სასმელი წყალი ექსპლუატაციაში შევა

ტანძიაში   ახალი სასმელი წყალი ექსპლუატაციაში შევა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების ფართომასშტაბიანი  სისტემის პროექტი განახორციელა. პროექტი ითვალისწინებს,  სოფლებში ახალი სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობას და  უსაფრთხო, ხარისხიან  24 საათიან წყალმომარაგებას.

   აღნიშნულის ფარგებში, სოფელ ტანძიაში, აშენდა ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და მაგისტრალური მილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ სათავე ნაგებობასაც. ასევე, სოფელ ტანძიაში მოხდა ინდივიდუალური განშტოება და დამონტაჟდება მრიცხველები. თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა, ისინი არ ეთანხმებიან  წყლის ძველი სისტემის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ  აქამდეც არ ჰქონდათ სასმელი წყლის პრობლემა, ახალი მაგისტრალის გაყვანა კი, მათ გარკვეულ სირთულეებს შეუქმნით.

   აღნიშნული ფართომასშტაბიანი წყალმომარაგების პროექტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2 წელზე მეტია გრძელდება და მისი საერთო ღირებულება 35 000 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები