პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeრუბრიკებისუბელიანის მარანი

სუბელიანის მარანი

ბოლნისური ღვინის კულტურა და აღდგენილი უძველესი ტრადიცია, ბოლო წლებია, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

ბოლნისური ვაზი  მრავალსაუკუნოვანია და ამას არქეოლოგიური გათხრები და ისტორიული დოკუმენტებიც მოწმობს. თუმცა ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება, ორი საუკუნის წინ, „შვაბების“ ჩამოსახლებას უკავშირდება, მათ, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, გააშენეს ვენახები და დაიწყეს ღვინის წარმოება ევროპული მეთოდით, მას შემდეგ ბოლნისში ამ საქმიანობას  წარმატებით მისდევენ. თუმცა, რამდენიმე წელია, მეღვინეებმა ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს, აქაური საოჯახო მარნები და ღვინის გაერთიანება, ერთიანი ძალებით ცდილობენ, ადგილობრივი ღვინო ცნობილი გახადონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გაზეთი „ბოლნისი“ ცდილობს  გაგაცნოთ   მეღვინეები და გიამბოთ ბოლნისურ საოჯახო მარნებზე, ამჯერად მოგიყვებით   „სუბელიანის მარანზე“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ ემზარ სუბელიანს ეკუთვნის,   ვაზის სიყვარულმა ბოლნისში მას ვენახი შეაძენინა, თავდაპირველად ღვინოს და ყურძენს ოჯახისთვის მოიხმარდა, ხოლო 2017 წლიდან მარანმა სხვა დატვირთვა შეიძინა, „სუბელიანის მარანი”  მცირე ზომის საოჯახო მარანია, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მისი საქმიანობა უკავშირდება ქართული ტრადიციული ღვინის წარმოებას. მარნის შექმნის ისტორიაზე და განვლილ გზაზე მეღვინე-მევენახემ ემზარ სუბელიანმა გვიამბო.

,,სუბელიანის მარანი“ აწარმოებს ორი სახის ღვინოს, საფერავს და რქაწითელს, ორივე  მშრალია, საფერავი  მუქი მეწამულის ფერია და შეიცავს 13,80 ალკოჰოლს, ხოლო რქაწითელი  ჩალისფერია და 12,50 ალკოჰოლს შეიცავს. ორივე ჯიშის ვაზი არის ბოლნისის მიკრო ზონაში. არომატები: სრულსხეულიანი ხალისიანი მჟავიანობა ახალგაზრდა ტანინები, სტრუქტურა ინტენსიური და ხანგრძლივი დაბოლოება.’’

მარანი  დაარსდა 2017 წელს და მისი მიზანია ტრადიციების შენარჩუნება, ნატურალური, ხარისხიანი, ქართული ღვინის წარმოება და საუკეთესო პროდუქციით შიდა და გარე ბაზრების ათვისება. ვინაიდან ტრადიციების შენარჩუნება მარნის ძირითადი პრიორიტეტია, უპირატესობა ქვევრში დაყენების მეთოდს ენიჭება

 ,,მეღვინეობის უძველესი ტრადიციის გაგრძელება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ღვინის წარმოება მსოფლიოში  მხოლოდ  საქართველოში და კერძოდ, ბოლნისში ხდება,რაც ამავდროულად, მომავალი თაობისათვის  სტიმულის მიმცემი და საამაყოა. ვაზის მოვლა რთულიც არის და სასიამოვნოც. მასთან ყოველი შეხება, განსაკუთრებულად ამაღლებულ ემოციას იწვევს, სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა და მოვლა-პატრონობა, მიწის დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე:  გასხვლა, გაფურჩქვნა, რამდენჯერმე შეწამვლა პარაზიტებზე, სოკოზე, ჭრაქზე, გამარგვლა და შემდეგ რთველი,  ჩაწურვა, ჭურჭლის მაქსიმალური სტერილიზაცია, გადაღება. მრავალ პროცედურულ გზას გადის დაღვინებამდე. თუმცა  ეს ძალიან სასიამოვნო გზაა, შენი შრომის შედეგია.’’

მარანი გერმანელების მიერაა  აშენებული, სადაც დაცულია ტემპერატურული რეჟიმი,  თუმცა მეღვინე მუდმივად ზრუნავს სტანდარტზე, ბოლნისური ღვინოები  გამოირჩევა არომატული და გემოვნური თვისებებით, ამიტომ, საზოგადოების დაინტერესება, „სუბელიანის მარანის“ მიმართ მაღალია.  ინტერესს ავლენენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლები.

,,ბოლნისური ღვინოები არომატების და გემოების ნაკრებია.  ტყის შავი კენკრის, მაყვლისა და მოცხარის, ქლიავის ჩირის, ალუბლის დელიკატური ყვავილოვანი ტონები აქვს, რაც ენდემური წარმოშობითაა განპირობებული. მარანი აწარმოებს 2000 ბოთლ ღვინოს. აქედან: რქაწითელი 700 ბოთლი, საფერავი 1300 ბოთლი. ამ ეტაპისთვის რეალიზაციას ვახდენთ საქართველოს მასშტაბით’’

,,სუბელიანის მარანი“  აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ კონკურსებსა და გამოფენებში, ღვინო დაჯილდოებულია სხვადასხვა კატეგორიის მედლით. მარანი გაერთიანება ღვინო ბოლნისის წევრია, რომელიც მეღვინეებს  ეხმარება  ტრეინინგების ორგანიზებაში , კონკურსებსა და ფესტივალებზე  წარდგენაში, გამოცდილების გაზიარებასა და კავშირების მოძიებაში, ასევე მარკეტინგსა და რეალიზაციაში. მომავალში ,,სუბელიანის მარანი“ ბიზნესის უფრო მეტად დახვეწას და გაფართოებას გეგმავს. ასევე აპირებს   ღვინის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები