სტუდია ,,პრესტოს” მოცეკვავეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

0
199

ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდია ,,პრესტოს” მოცეკვავეებმა ,,გიორგი რიჟამაძის თასი 2022”-ზე მიიღეს მონაწილეობა და ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

წყვილებს შორის გამართულ კონკურსში II ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ სანდრო ბერიძე და ლილი მაღალიანი, თამაზ ყანჩელაშვილი და მარინა აბრამიანი. ფინალურ ტურში ანა გრძელიშვიმა დაიკავა IV, ხოლო მარიამ კორტავამ – VI ადგილი.

აღნიშნულ ტურნირს ორგანიზებას ქვემო ქართლის თანამედროვე და სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ბლიაძე უწევდა.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
შემდეგი სტატიაუკრაინაში მოხალისედ წასული ბოლნისელი მებრძოლი რუსულ აგრესიას შეეწირა