კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
HomeTVსტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები  დაიწყო

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები  დაიწყო

მდინარე მაშავერას მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 2 ოჯახის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და  ავტომობილები, სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარემ დატბორა. გვიან ღამით მოვარდნილმა ნიაღვარმა გადაანგრია ღობეები. ქვიშით, ხრეშით და მოტანილი ხე-ტყით დაფარა ყველაფერი.   აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობა დაიწყო მძიმე ტექნიკამ, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

პირველ ეტაპზე გაიწმინდება საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზა. ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოების პარალელურად, შესაბამისი სამსახურები და ზარალის  დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია ადგილზე შეისწავლის ვითარებას და ზარალის ოდენობას აღრიცხავს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, გარდა ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი სახლებისა, გარკვეული პრობლემები შეექმნა ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები