დღეს, ქალაქ ბოლნისში, ახალი სპორტული სივრცის სამშენებლო სამუშაოები ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დოხტურიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით კომპანია „ბინექსი“ ახორციელებს და ძირითადად ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ახალ მრავალფუნქციურ სპორტკომპლექსში რამდენიმე დარბაზი, საშხაპეები, გამოსაცვლელები და სამედიცინო ოთახი მოეწყობა, რაც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.