სპორტის მინისტრი ტაეკვანდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

0
198

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელსა და სპორტსმენებს შეხვდა.

ეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ მღებრიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი როინ ვარშანიძე და კადეტთა ნაკრების წევრები.

თეა წულუკიანმა ქართველ სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და პარიზის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ პარიზში გამართული საერთაშორისო ტურნირი ზურაბ კინწურაშვილმა ოქროს მედლით დაამთავრა. ქართველმა სპორტსმენმა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლიცენზია მოიპოვა.

წინა სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბახმუტთან გარდაცვლილ ქართველების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს