30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ეროვნული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და საომარი მოქმედებები 13 თვე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან, ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გაეწიათ.