სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

0
78

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს. კვების პროდუქტები დღეს 170 ოჯახმა მიიღო. მუნიციპალიტეტისგან საახალწლო ნობათები მიიღეს შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც. ხელმძღვანელობამ შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ოჯახები მოინახულა, დამდეგი შობა-ახალიწელი მიულოცა და ტკბილეული მიუტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 350 ბენეფიციარს ყოველდღიურად ერთჯერადი საკვებით უმასპინძლდება.

წინა სტატიასაგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებული საბა შალიკიანი გახდა
შემდეგი სტატიაბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ