სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება.
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი და 2023 წლის პირველი ივნისიდან ეს თანხა გახდება 200 ლარი. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა პრემიერმა.