ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც 3 თებერვალს დაიწყო, დღეს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები 47 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები დააყენა. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის: რატევანის, მამხუტის, ზემო არქევანის, ქვ.არქევანის და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 714 000 ლარი გამოიყო, პროგრამის მიზანია, სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება.