„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ხატისოფელში, ვანათში, სამტრედოსა და რაჭისუბანში გაიმართა

0
105

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობას ხატისოფელში, ვანათში, სამტრედოსა და რაჭისუბანში შეხვდა.

2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხატისოფელში, ვანათსა და სამტრედოში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. რაჭისუბანში კი სარწყავი სისტემა მოწესრიგდება და გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

წინა სტატია ორგანიზაცია GIZ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაბოლნისის ეპარქია ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ