კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

სოფლების, ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ

[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსები ავტობუსებით ჩაანაცვლა და  სოფლების მიმართულებით  პედაგოგების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია  გადაადგილება. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დღეში ორჯერ.

თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტს საჩუქრად 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა აქედან დღეს ორი გავიდა ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით ხოლო   3 ავტობუსი, უკვე არსებულ სამარშრუტო ხაზებს, საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად დაემატება.

 შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მერიამ, მოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. 28 სექტემბრიდან, რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ნაცვლად 08:00 საათისა მუშაობას 07:45 საათზე იწყებენ და 20:30 საათზე ასრულებენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მოთხოვნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ექვსი დღე, შაბათის გარდა, ე.წ ,,რკინიგზის დასახლების” მიმართულებითაც იმოძრავებს. რატევანის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი კი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაიზარდა და ავტობუსების ბოლო გაჩერება N3 ქუჩაზე იქნება. 

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები