არემჯი უნუკალურ შესაძლებლობას აძლევს თანამშრომლებს, სასწავლო ცენტრ სოფიქსის მიერ შემუშავებული ერუდიციის საჯარო ლექციის კურსი გაიარონ, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კომპანია არემჯი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომლებს მუდმივად სთავაზობს სხვადაასხვა სახის ტრენინგ-სემინარებს. სალექციო კრურსი, ზაფხულის ცხელი დღეების, დატვირთული სამუშაო რეჟიმის შესამსუბუქებლად და განტვირთვისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.
პროექტის ფარგლებში არემჯიმ სასწავლო ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელი გიორგი გოგელია მოიწვია. სპეციალური პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში აიმაღლონ და გაიუმჯობესონ ინტელექტუალური შესაძლებლობები.
პროგრამა, რომელიც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ეპოქას, მსოფლიო და ქართველი კლასიკოსების მოღვაწეობას ეხება, ოთხი საჯარო ლექციისგან შედგება.