ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
spot_img
HomeTVსოფელ ტანძიაში ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნა

სოფელ ტანძიაში ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნა

28 ივნისს, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში, სწორედ იმ სივრცეში, სადაც საბას მემკვიდრეობა ცოცხალია,  გაერთიანდნენ ადგილობრივი ხელოვანები, ახალგაზრდები, მოსწავლეები, მათი მშობლები და ფესტივალი ,,საბაობა 2025“ აღნიშნეს.

ღონისძიება  მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით გამოირჩეოდა, რომელიც ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის მიერ აღვლენილი საზეიმო წირვით დაიწყო.

 წირვის შემდეგ მუზეუმის ეზოში ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.  მნახველებისთვის მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

 ფესტივალის სცენაზე ბავშვთა და მოზარდთა თეატრი        პერფორმანსით წარსდა ხოლო  კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ჩართულობით  კონცერტი  გაიმართა.

 ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი   ნაწილი იყო, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ბუბა გობეჯიშვილმა თითოეულ მათგანს  სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მედალოსნები თავიანთი დაუღალავი შრომის პირველი საჯარო მადლობის მიღებას ესწრებოდნენ, ეს არ იყო მხოლოდ ჯილდო, ეს იყო საზოგადოების სიყვარული და აღიარება.

ფესტივალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 ფესტივალზე წარმოდგენილმა თეატრალურმა, ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ნომრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ფესტივალი მხოლოდ კულტურული ღონისძიება არაა, ის ადგილობრივი ნიჭის ზეიმია, ახალი თაობის შეძახილი, რომელიც ტრადიციაში თავისებურად ერთვება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები