სოფელ მუშევანში, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, სასმელი წყლის არქონა გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენდა. როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, მათ ათწლეულების მანძილზე, სხვადასხვა ლოკაციიდან, ხელით უწევდათ სასმელი წყლის ზიდვა. მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მუშევანში 4800 გრძივ მეტრზე, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, უახლოეს პერიოდში 105 კომლს, შეფერხების გარეშე მიეწოდებათ წყალი. სოფელში მიმდინარე სამუშაოებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.