[:en]სოფელ მუშევანიდან ათივე ინფიცირებული გადაყვანილია[:]

0
38
[:en]

სოფელ მუშევანიდან ყველა ინფიცირებული მოქალაქე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი. მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო ჩართულობით, საკითხი მოგვარებულია. სოფელში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს ხოლო სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. სოფლის მაცხოვრებლებმა უფლება არ მისცეს მედიკოსებს დაინფიცირებული პაციენტების გადაყვანის, რათა მათი დროული მკურნალობა დაწყებულიყო.

[:]
წინა სტატია[:en]Məlumat kompaniyası COVID-19-un qarşısının alınması üçün davam edir[:]
შემდეგი სტატია[:en]ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ბოლნისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ