
67 დღიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ დღეს, სოფელ მუშევანს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ორი საინკუბაციო პერიოდის გასვლისა და ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
სამართალდამცავებმა, რომლებიც მუშევანის შესასვლელებს აკონტროლებდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.
დღეიდან, ადგილობრივები ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას.
შეგახსენებთ, რომ მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მას შემდეგ აქ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა. სოფელში სულ 80 კოვიდ ინფიცირებული დაფიქსირდა. აღსანიშნავია ,რომ ვირუსით დაინფიცირებულთაგან, დღეის მდგომარეობით, ყველა გამოჯანმრთელებულია.