პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
spot_img

როდის განახლდება სასწავლო პროცესი პირველ საჯარო სკოლაში

ქალაქ ბოლნისის, №1 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი,  სარემონტო სამუშაოების გამო, შეჩერებული იყო. ამ ხნის მანძილზე  მოსწავლეები ქალაქის  2 სკოლაში  გადანაწილდნენ.  2020 წლის ნოემბრის თვიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სკოლის ისტორიულ შენობაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდა მთლიანი შენობის გამაგრებითი სამუშაოები. გადაიხურა და ჩაისვა ახალი კარ-ფანჯა. კეთილმოეწყო ეზოს გარე პერიმეტრი, შემოიღობა,  დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა სპორტული მოედანი და ტრენაჟორები.

რაც შეეხება შენობის შიდა პერიმეტრს, აქაც გრანდიოზული სამუშაოები შესრულდა. მოიხსნა ტიხრები და გაფართოვდა არასტანდარტული პატარა საკლასო ოთახები, 3 საკლასო ოთახის ბაზაზე გაკეთდა დიდი, თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, შესაბამისად აღიჭურვა ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტები, სააქტო და სპორტული დარბაზები. სველ წერტილებთან და საპირფარეშოებთან დაკავშირებული პრობლემა, მთლიანად მოგვარდა. დამონტაჟდა 25 ტონიანი წყლის რეზერვუარი, რაც წყლის უწყვეტ  მიწოდებას უზრუნველყოფს. მთლიანად შეიცვალა და დამონტაჟდა  გათბობის ახალი სისტემა.

შშმ და სსმ მქონე მოსწავლეებისთვის სკოლა სრულიად ადაპტირდა, გაკეთდა როგორც გარე, ასევე შიდა ელექტრონული პანდუსი, მეორე სართულზე კომფორტული გადაადგილებისთვის დამონტაჟდა ლიფტი .

რაც შეეხება სკოლის ინტერიერს, ფერების არჩევანი არ იყო ერთპიროვნული, სკოლის ვებ-გვერდზე დაიდო გამოკითხვა და ხმათა უმრავლესობით შეირჩა, თბილი ნათელი ფერები. მთლიანი სკოლის შიდა სივრცე ღია ფერებშია გადაწყვეტილი. ავეჯიც და ტექნიკაც დამონტაჟდება ახალი.  ერთადერთი,  რაც ხელშეუხებელი დარჩა,  ისტორიული ფასადიa, რომელიც 1942 წელს აშენებულ, პირვანდელ სახეს ინარჩუნებს.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალ 2022-23 სასწავლო წელს, სკოლა მშობლიურ გარემოში დარეკავს ზარს, 800-მდე მოსწავლე საკუთარ საკლასო სივრცეებს დაუბრუნდება და მეცადინეობები 2 ცვლაში მოხდება. ახლად რეაბილიტირებული სკოლა სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, რაც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები