ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის, ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, უფასო დონაციის აქცია ჩატარდა, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ჩაერთნენ. სისხლის უანგარო დონაცია, გარკვეული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ დონაციის აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული, რაც შეეხება პროცესს, ის სრულიად უსაფრთხოა