ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

სილამაზის კონკურსზე საქართველოს ბოლნისელი გოგონა წარადგენს

 მსოფლიო ტურის ღონისძიებაზე „Miss Summer World 23” საქართველოს, ბოლნისელი გოგონა, 23 წლის კესანე ბაციკაძე წარადგენს. სილამაზის კონკურსი 10-19 მაისს ალბანეთში მიმდინარეობს და გამარჯვებულის ვინაობა 18-ში გახდება ცნობილი.

„მის ზაფხულის მსოფლიო 2023“-თვის ყველა ქვეყნიდან თითო კონკურსანტი შეირჩა. საქართველოს სახე, კესანე, კონკურსში, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებლის შერჩევით მოხვდა. კონკურსის პირობების თანახმად „მის ზაფხულის მსოფლიო 2023“ ჟიური გამოავლენს.

კესანე ბაციკაძე, მოდელი:

-ამ კონკურსში აღმოვჩნდი სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებლის  დახმარებით, რომლის შემოთავაზებითაც გადავაგზავნეთ მონაცემები,  მივიღეთ დასტური და ჩავერთე კონკურსში. ყოველი დღე გვაქვს გადატვირთული, ვარჯიშები, გადაღებები. ვემზადებით დასკვნითი ჩვენებისთვის. შეხვედრები გვაქვს ჟიურისთან, რომელსაც ვაცნობთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენს შესახებ ინფორმაციას, თუ რა მოლოდინები და მისწრაფებები გვაქვს. მოხარული ვარ, რომ აღმოვჩნდი ის, ვისაც წილად ხვდა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა, ვფიქრობ ეს უკვე დიდი მიღწევაა.

კესანე ბაციკაძე გარდა იმისა, რომ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელია, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მას ამჟამად დიდი მისია აკისრია, გააცნოს საქართველო მსოფლიოს. ასევე კონკურსის ერთ-ერთი ნაწილია ნომინაცია „ხალხის რჩეული“, ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი კონკურსანტებიდან, რომელი მოაგროვებს მეტ მოწონებას.

გადადით ბმულზე და მოიწონეთ ფოტო, სადაც კესანე ქართულ ნაციონალურ სამოსშია წარმოდგენილი.

 

https://www.facebook.com/photo/?fbid=661184772685824&set=a.661186042685697&locale=ms_MY

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები