საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციამ, ტრადიციას არც წელს უღალატა, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლურად, სარვამარტო საჩუქრები გადასცა.
,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროფესიული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარინა დვალიშვილს, ქალთა საერთაშორისო დღის მოლოცვისა და ძალიან ლამაზი საჩუქრისთვის. ის ყოველთვის ახერხებს ჩვენს გახარებას და გვერდში დგომას. ყველას გილოცავთ რვა მარტს, გისურვებთ წარმატებებსა და მზის სხივებით გაჯერებულ გაზაფხულის ლამაზ დღეებს”. -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროფესიული ორგანიზაციის წევრმა, ქეთი ყანჩელაშვილმა
,,ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი ჩვენი ორგანიზაციის წევრ ქალებს, ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, ყოფილიყვნენ მუდამ გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები, ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას. ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად, წელსაც 133 ქალბატონს, პროფკავშირის სახელით, სარვამარტო საჩუქრები გადავეცი, წლის მანძილზე კი დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის ღონისძიებები არამარტო ქალბატონებისთვის, არამედ პროფესიული კავშირის თითოეული წევრისთვის”. -განაცხადა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროფესიული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მარინა დვალიშვილმა.