ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

საჯარო ლექცია – „ისტორიული წყაროები, ქართული ხელნაწერები და ცნობები ქეთევან წამებულის შესახებ“

ბოლნისის მუზეუმში, წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით ლექცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და ამავე ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის თანამშრომელი, მეცნიერი, ისტორიკოსი თეა ქართველიშვილი უძღვებოდნენ.

ლექცია-სემინარი იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ქართული ხალხური სიმღერის გუნდმა მარიკა ფორჩხიძის ხელმძღვანელობით გახსნა, რასაც მოჰყვა საინტერესო მიმოხილვა და კითხვა-პასუხი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის ეპარქიის სასულიერო დასი, სოფელ რატევანის საჯარო და ქალაქ ბოლნისის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა საჯარო სკოლებს საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები