სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

საქველმოქმედო აქციას არასამთავრობო სექტორიც უერთდება

[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედმა არასამთავრობოებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად წამოჭრილი გამოწვევების გამკლავების მიზნით, შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელშიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მოქმედი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. “ბოლნისის ენის სახლის”, “ქალი და სამყაროს”, “ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის”, “ქალთა ინიციატივების”, “შესაძლებლობები საზღვრების გარეშეს”, ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია “ერთობის”, “კაზრეთ-ბალიჭის ქალთა საბჭოს”, ასოციაცია “დედების”, “ბოლნისის ახალგაზრდული სახლის”, “ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალისა” და “ახალგაზრდული ხედვა კავკასის” წევრებმა, საკუთარი სახსრებით, 600 ლარი შეაგროვეს და მოწყვლადი კატეგორიის 25 ოჯახს ინტერნეტის საფასური გადაუხადეს, რათა 65-მდე მოსწავლემ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლოს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება.

“ბოლნისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქველმოქმედებისთვის დიდ მადლობას ვუხდი. საკარანტინო მდგომარეობის დროს, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოსწავლეების დახმარება და უწყვეტი განათლების პროცესში მათთვის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს განვითარების პროცესში დიდი როლი შეაქვთ და დღეს მათ მიერ საქველმოქმედო აქციაში ჩართვამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მადლობა თანადგომისთვის!”- დავით შერაზადიშვილი.

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები