,,საქართველო”- ბოლნისის თეატრში  პრემიერა შედგა

0
51

ორი თეატრის კოლაბორაცია ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე წარმატებით შედგა. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი და ბოლნისის სახალხო თეატრი, პრემიერით წარსდგა მაყურებლის წინაშე და სამაგიდო თოჯინური სპექტაკლი ,,საქართველო’’ წარუდგიუნა.  პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც დაესწრო.

სპექტაკლის გაკეთების ინიციატივა რეჟისორს, ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის, სწორედ მისი მოწვევითა და ძალისხმევით, რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა საკუთარი პიესითა და ინტერპრეტაციით ბოლნისელი მაყურებელი დროში ამოგზაურა, ჩააფიქრა დღევანდელ ყოფასა და მომავალზე. ეს არის საოჯახო სპექტაკლი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

როგორც ლაშა ნოზაძე აცხადებს ის ჩანაფიქრი რაც ჰქონდათ, თოჯინური და დრამატული თეატრის სინთეზი შედგა, სპექტაკლმა მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია.  ბოლნისელ მაყურებელს სპექტაკლის ხილვა  12, 16 და 17 მაისსაც შეეძლება.

წინა სტატიამართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიანაქარგებში ჩატეული სულიერი სამყარო-გაიცანით რუსუდან ბერიძის შემოქმედება

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ